fbpx

ნიუპროტექტორი

მოგესალმებით

ჩვენს შესახებ

კომპანია ნიუპროტექტორი დაარსდა 2011 წელს. ნიუპროტექტორი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა: დაზიანებული საბურავის შეკეთება, საბურავზე პროტექტორის გადაკვრა, სატვირთო ავტომობილის, სპეცტექნიკის ახალი და მეორადი საბურავები, ასევე ნებისმიერი ფორმის და დიზაინის რეზინის დეტალების დამზადება. 

ჩვენი მისია

კომპანიის მისიაა აწარმოოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება, მომხმარებელს შესთავაზოს უსაფრთხო, მაღალ ხარისხიანი მომსახურება უსწრაფეს დროში. 

ჩვენი მიზანი

საბურავების წარმოების დარგში, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, უმაღლესი ხარისხის მომსახურების შეთავაზება მომხმარებლისათვის. 

რატომ ნიუპროტექტორი?

კომპანია ნიუპროტექტორი მუდმივად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მომსახურების დონის გაუმჯობესებაზე. კომპანიის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კომპანია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებსა და სწავლებებში, რომლის მთავარი მიზანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კვალიფიკაციის ამაღლებაა.  კომპანია ნიუპროტექტორი მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული და შეთავაზებული სერვისებისა და პროდუქციის ხარისხს მუდმივად აკონტროლებს, სწორედ აქედან გამომდინარეობს კომპანიის სლოგანი ”მეტი გარბენი”, რომლის მთავარი მიზანი, მაღალ ხარისხიანი საბურავების წარმოებაა, რომლის რესურსი მაქსიმალურად ეფექტური იქნება. კომპანია ნიუპროტექტორი გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობიათაც, კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ECO სისტემის გაუმჯობესებას და მოუწოდებს საზოგადოებას, არ გადაყარონ საბურავები გარემოში, არ დააზიანონ გარემო და იზრუნონ გარემოს სიჯანსაღეზე. ამ მიზნით ცდილობს შეამციროს გარემოში გადაყრილი საბურავების რაოდენობა და დაზიანებულ საბურავებს ახალი სიცოცხლე შემატოს.